2016 წლის 17 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა, სხდომა საჯარო იყო და წევრების გარდა, ესწრებოდნენ საზოგადოების წარმომადგენლები.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ განიხილა პროექტის „თანამონაწილეობითი დაგეგმვა ურბანულ დასახლებაში“ ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიერ მომზადებული წინადადებები ქალაქ თეთრიწყაროს ცენტრალური უბნის განვითარების თაობაზე. გიორგი აბულაძემ აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია აუცილებელია ქალაქის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის: მოსახლეობის მოსაზრება ხელოვნური წყალსატევის აღდგენაზე და მის გარშემო დასასვენებელი სივრცის შექმნაზე დამუშავდა სამუშაო ჯგუფებში და მომზადდა საპროექტო წინადადება „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში“, რომლის განხორციელება ბიძგს მისცემს ქალაქის განვითარებას და, იმავდროულად, ექნება მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა როგორც დასაქმების, ასევე თეთრწყაროელთა შემოსავლების ზრდის თვალსაზრისით. მარიამ წიკლაური სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდა ყოფილი „ტბის“ ტერიტორიაზე თანამედროვე დასასვენებელი კომპლექსის შესაძლო იერ-სახის პრეზენტაციით, რომლის განხორციელება შესაძლებელია მოხდეს ეტაპობრივად, საჯარო-კერძო პარტნიორობის მეშვეობით, როგორც სახელმწიფო ფონდებიდან დაფინანსების მიღებით, ასევე კერძო ინვესტიციების მოზიდვით. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა იმსჯელეს წარმოდგენილ საპროექტო წინადადებაზე და აღნიშნეს, რომ მისი ხორცშესხმის შემთხვევაში თეთრიწყაროს მოსახლეობა მიიღებს ხელშესახებ სარგებელს, ხოლო ქალაქი რეალურად შეიძენს საკურორტო-ტურისტულ ფუნქციას. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ ერთხმად გადაწყვიტა, პროექტი „სარეკრეაციო ზონის რეაბილიტაცია ქ.თეთრიწყაროს ცენტრალურ უბანში“, რომელიც ითვალისწინებს ჭავჭავაძის ჩიხისა და და ფარნავაზის ქუჩას შორის მდებარე უფუნქციო ტერიტორიაზე ხელოვნური წყალსატევისა და მის გარშემო დასასვენებელი ზონის მოწყობას, წარდგენილ იქნას გამგებლისათვის, მუნიციპალიტეტის სამომავლო გეგმებში გასათვალისწინებლად.
სიახლეები
მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა.
17 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4369
სიახლეები
აგვ 20 ხუთ 2026
824
ივლ 06 ორშ 2026
1695
ივლ 03 პარ 2026
1640
ივლ 02 ხუთ 2026
1888
ივლ 03 პარ 2026
1694
მაი 26 სამ 2026
2015
ივნ 11 ხუთ 2026
2025




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































