სოფელ ბორბალოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. არსებული საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად ავარიული იყო და არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტადარტებს. რეაბილიტაციის შედეგად შენობაში შექმნილია გაუმჯობესებული პირობები, კერძოდ კეთილმოეწყო საბავშვო ოთახები, სამზარეულო, სველი წერტილები და სათავსოები.
ახლადრეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გათვლილია 60 აღსაზრდელზე და ემსახურება სოფელ ბორბალოს და მიმდებარე სოფლების სკოლამდელი ასაკის ბავშვებს. აღსანიშნავია, რომ ბაღში გათვალისწინებულია ცენტრალური გათბობის სისტემების მოწყობაც, ამ ეტაპზე დასრულებულია გამოცხადებული ტენდერი (NSPA160023644) და მიმდინარეობს პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასება, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ დაიწყება სამუშაოები. ცენტრალური გათბობის სისტემები მუნიციპალიტეტის მასშტაბით საერთო ჯამში 8 საბავშვო ბაღში მოეწყობა (ქ.თეთრიწყაროს N1, N2, დაბა მაგლისის, კოდის, ხაიშის, გოლთეთის, ჯორჯიაშვილის და ბორბალოს ბაღები). ბორბალოს საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება შეადგენს 79293,60 ლარს, აქედან სახელმწიფო ბიუჯეტი 75328,92 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტი 3964,68 ლარი.სარეაბილიტაციო სამუშაოები 2016 წლის 5 მაისს დაიწყო და სამუშაოები დასრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, 19 სექტემბერს.
სიახლეები
სოფელ ბორბალოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
19 სექ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4276
სიახლეები
იან 00
449
იან 00
831
იან 00
1192
აპრ 16 ხუთ 2026
1383
იან 00
1734
თებ 26 ხუთ 2026
2011
მარ 16 ორშ 2026
2246
იან 00
2079




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა

















































