დღეს სოფელ ასურეთს ეწვია გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნ კარინ შტრენცი და მეგობრობის ჯგუფის წევრები: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ორთვინ ჰენიგი,ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი იოჰანს კარსი, ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ქ-ნი კატრინ კუნერი, ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი ტაბეა როსნერი, ბუნდესტაგის წევრი მეგობრობის ჯგუფის წევრი ბ-ნი ტანკრედ შიპანსკი, გერმანიის ბუნდესტაგის ადმინისტრაცია ბ-ნი ბიტე ლეინუსი,გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში ბ-ნი კრისტოფერ ფრონცეკი. მათ მასპინძლობა გაუწიეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა, ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილემ რამინ ისმაილოვმა, ქვემო ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ გიორგი ჭავჭავაძემ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგი მეშველიანმა. დელეგაციამ მოინახულა ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია და გვირგვინით შეამკო ძველი გერმანელი კოლონისტების სასაფლაო. დაათვალიერეს ძველი საცხოვრებელი სახლები, სადაც გერმანელი კოლონისტების ცხოვრების ფრაგმენტები დღესაც შემორჩენილია, ასევე გაეცნენ თეთრიწყაროს განვითარების ფონდის პროექტს
სიახლეები
გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ვიზიტი
28 ნოემ 2015
მნახველთა რაოდენობა: 4649
სიახლეები
ოქტ 02 პარ 2026
1269




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა











































