20 დეკემბერს სასტუმრო ჰოლიდეი ინში ჩატარდა მესამე საჯარო ფორუმი, რომელზეც განხილული იქნა ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში:ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ღონისძიება ჩატარდა ევროპის ფონდისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის ,,ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების ადვოკატირების კამპანი“-ის ფარგლებში. პირველი საჯარო ფორუმი დაეთმო ეკომიგრანტი და პოტენციური ეკომიგრანტი ოჯახების საჭიროებების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობას. მეორე და მესამე ფორუმის დაგეგმვის დროს პროექტის პარტნიორებმა და დამსწრე საზოგადოებამ გადაწყვიტა გამართონ დისკუსიები, თუ რა სამუშაოები შესრულდა და რა იგეგმება საქართველოში მცხოვრები ეკომიგრანტების პრობლემების გადაჭრის მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიების განვითარების კუთხით. მესამე საჯარო ფორუმზე დაინტერესებული მხარეება იმსჯელეს ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების პრევენციასა და მასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ. მოხდა ეკომიგრაციის პრევენციის კუთხით არსებული გამოცდილების, წარმატებული პრაქტიკის, რესურსებისა და შესაძლებლობის ანალიზი.
განხილვის ბოლოს შედგა დისკუსია პრევენციისა და განსახლების სტრატეგიებისა და სამომავლო ნაბიჯების თაობაზე. ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებულ განხილვას ესწრებოდნენ: ეკომიგრანტთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი კოტე რაზმაძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ღიბრაძე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის უფროსი მრჩეველი რუსუდან კახიშვილი , თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური და ევროპის ფონდის დირექტორი ქეთევან ვაშაკიძე.
სიახლეები
ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში
21 დეკ 2016
მნახველთა რაოდენობა: 3331
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
616
სექ 02 ორშ 2024
775
აგვ 06 სამ 2024
986
ივლ 29 ორშ 2024
1191