თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მოადგილე რამაზ გულბანთან და მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურის უფროს ზურაბ ზარდიაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან და მშენებლებთან, რომლებიც მუნიციპა
07 ოქტ 2026
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მოადგილე რამაზ გულბანთან და მუნიციპალური ინსპექტირების სამსახურის უფროს ზურაბ ზარდიაშვილთან ერთად, სამუშაო შეხვედრა გამართა იმ სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან და მშენებლებთან, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებენ.

შეხვედრის მთავარი მიზანი მიმდინარე სამუშაოების ტემპის, ხარისხისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების კონტროლი იყო.

მუნიციპალიტეტის მერმა მშენებლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობისა და სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გამოწვევების შესახებ.

როგორც მიხეილ აფციაურმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები დადგენილ ვადებში და ხარისხის შესაბამისი სტანდარტების დაცვით შესრულდეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3624
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
2976
 

    2026 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    30
     
    სიახლეები