თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური მუნიციპალიტეტში მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, მერი გაეცნო მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. მიხეილ აფციაურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერებაზე, რაც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გია ანთაძე, მერის მოადგილეები ლია ზურებიანი და რამაზ გულბანი, აგრეთვე მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები
სიახლეები
შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან
03 ივლ 2026
მნახველთა რაოდენობა: 5083
სიახლეები
ნოემ 26 ხუთ 2026
66
ნოემ 26 ხუთ 2026
102
ნოემ 17 სამ 2026
1413
ნოემ 16 ორშ 2026
1374
ნოემ 15 კვ 2026
1637




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა



















































