თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
02 აპრ 2025
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
დაბა მანგლისში, კლდეკარის ქუჩაზე, ეკლესიისა და ბაზრის მიმდებარე გზის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტბეტონის გზა, ტროტუარებით, ცხაურებითა და სანიაღვრეებით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, მანგლისის დეპუტატთან და მერის წარმომადგენელთან ერთად მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ წლების განმავლობაში კლდეკარის ქუჩაზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი იყო და მსგავსი პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას.
აღნიშნული პროექტი, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 6377
 
 
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
3038
იან 00
3757
ივლ 02 ოთხ 2025
6235
ივნ 27 პარ 2025
6057
აგვ 12 სამ 2025
6670
 

    2026 ოქტომბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1234
    567891011
    12131415161718
    19202122232425
    262728293031
     
    სიახლეები