თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრთან არსებული სოფელ სამღერეთის გოგონათა საფეხბურთო გუნდი, წარმატებულ ასპარეზობას აგრძელებს.
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრისა და ნიდერლანდების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საფუძველი ჩაეყარა პროექტს - „ გავაძლიეროთ სამღერეთის გოგონათა ფეხბურთის ნაკრები“, პროექტის ფარგლებში ნაკრების ყველა წევრისთვის შეიკერა ფორმები და სპორტულები, შესყიდული იქნა ბუცები და გუნდისთვის საჭირო აღჭურვილობა, რომლებიც მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა, ააიპ კულტურისა და სპორტის ცენტრის, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელობასთან და რესურს ცენტრის უფროსთან ერთად, სამღერეთის სკოლაში გოგონათა გუნდის, საპატივსაცემოდ გამართულ ღონისძიებაზე, საზეიმოდ გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გოგონები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ჩატარებულ ტურნირში ,,ქალთა ლიგა 2" - მიიღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატის დაწყებამდე, გუნდი ზამთრის მოსამზადებელ ტურნირში 15 თებერვლიდან იასპარეზებს.