თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, In her shoes / იყავი მის ადგილას – ტრენინგების ციკლი ჩატარდა.
ტრენინგების მიზანია იმ მავნე გენდერული სტერეოტიპებისა და სოციალური ნორმების შეცვლა, რომელიც ხშირად ქალთა მიმართ ძალადობის პროვოცირებას ახდენს.
ტრენინგი ქალთა საინფორმაციო ცენტრის ტრენერმა, მამუკა გაჩეჩილაძემ ჩაატარა.
კამპანიის ფარგლებში, ჩატარებულ თემატურ შეხვედრას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.