1 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, სახალხო დღესასწაული ,,მარაბდობა 2024" აღინიშნა.
ღონისძიება, რომელიც ეძღვნება ქართველი დედის გმირობასა და 9 ძმა ხერხეულიძის თავდადებულ ბრძოლას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა და სპორტის ცენტრის და საქართველოს საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაში თეატრალიზებული წარმოდგენა შოთა რუსთაველის თეატრის მსახიობების, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ჯგუფების მონაწილეობით გაიმართა.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, მოადგილეებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდა.