28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მანგლისის სიონში სამეუფეო წირვას დაესწრო.
სადღესასწაულო ლიტურგია მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ აღავლინა.
ღონისძიების ბოლოს, მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძის ლოცვა-კურთხევით, მოწვეულმა ანსამბლმა „ქორალმა“ ტაძრის ეზოში, მუსიკალური ნომრები შეასრულა.