დღეს, მართმადიდებლური ეკლესია უდიდეს დღესასწაულს, მაცხოვრის შობას ზეიმობს.
მანგლისისა და თეთრიწყაროს ეპარქიის ყველა მოქმედ ტაძარში, ღამისთევის ლოცვა ჩატარდა. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მანგლისის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას დაესწრო, ქალაქ თეთრიწყაროში კი ტრადიციულ ,,ალილოს" მსვლელობას შეუერთდა და საშობაო ნობათი გადასცა.
,,შობის დღესასწაული , როგორც ჩვენი დიდი მამა, უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ილია მეორე ბრძანებს - ,,ეს არის დღე, ცისა და მიწის შემოქმედის დაბადების, უფალთან კაცობრიობის დიდი შერიგების, დღე, დიდი სიხარულის დასაწყისისა".