1 აპრილს პოლონეთის ქალაქ ბიდგოსში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კარატეში, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ოქროს მედალი თეთრიწყაროს კარატეს კლუბი "ალგეთი"-ს სპორტსმენმა ნიკა წიკლაურმა მოუტანა, 8-9 წლებში 35 კგ წონაში.
2016 წლის აპრილიდან შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ერთვება „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტში, რომლის მიზანია დაავადებათა ადრეული გამოვლენა.
პოექტის „დავასუფთავოთ საქართველო - ფაზა III“ ფარგლებში, 25 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხიკვთაში, ადმინისტრაციული შენობის დარბაზში, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან.
„მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“, საქართველოს კანონით განსაზღვრული სოციალურ-ეკონომიკური და საგადასახადო შეღავათების შესახებ, 18 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში საინფორმაციო შეხვედრა შედგა.
18 მარტს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ მოეწყო გამწვანების აქცია, რომლის ფარგლებშიც, ქ. თეთრიწყაროში დიდგორის ქუჩაზე ახლადრეაბილიტირებული სპორტული მინი სტადიონის მიმდებარე სკვერში, „ციყვების პარკში“, ქ. თეთრიწყაროს საჯარო სკოლების და ჯორჯიაშვილის საბავშვო ბაღის ეზოებში დაირგო ფიჭვის, იფნის და კაკლის ჯიშის მრავალწლიანი ნერგები.
გაზქურა, სარეცხის მანქანა, მაცივარი, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, გადაეცა ქვემო ქართლის, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კრიზისულ მდგომარეობაში მყოფ 8 ოჯახს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის მხარდაჭერით, 11-12 მარტს ქ.თეთრიწყაროში, მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა "ოფთალმიჯი"-ს მიერ, მორიგი სამედიცინო აქცია გაიმართა.
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, გოდერძი ჯოხაძის სახელობის ტურნირი ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში გაიმართა მარტყოფში 2016 წლის 10 მარტს.
2016 წლის 15 თებერვლიდან მიკრო და მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ გრძელდება.
პროექტი “საქართველოში ეკომიგრანტების საარსებო წყაროების შესაძლებლობების გაძლიერება“
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, დღეს 25 თებერვალს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე, ქ. თეთრიწყაროში ყოფილი საავადმყოფოს შენობაში შესახლებულ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე გაეცნო მათ პრობლემებს, საჭიროებებს და საცხოვრებელ პირობებს.
23 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შედგა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ:თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები გიორგი ცინცაძე, ნინო გიგუაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ - გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი გიორგი ხომერიკი, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები.
„მცირემიწიან ფერმერთა 2016 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში ხვნის სამუშაოები უკვე დაიწყო.
22 თებერვალს, ქალაქ რუსთავის დრამატულ თეატრში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან ერთად, საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 2015 წლის თებერვალ - ივლისში განახორციელა მასშტაბური სასკოლო სპორტული ოლიმპიადის საპილოტე პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში სასკოლო სპორტის განვითარებას და ზოგადად სპორტში მოსწავლე ახალგაზრდების მასობრივ ჩართვას.
15 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა „შვეიცარიის განვითარების სააგენტო“-ს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონალური ხელმძღვანელი - ბარბარა ბონი, მცირე კავკასიების ალიანსების პროგრამის ხელმძღვანელი ჰელენ ბრადერი და „Mercy Corps საქართველო“-ს ხელმძღვანელი ირაკლი ქასრაშვილი.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პაატა ხიზანაშვილის ინიციატივით და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბესიკ წიკლაურის მხარდაჭერით თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“-ს ექიმებმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ექვს ადმინისტრაციულ ერთეულში (ქ.თეთრიწყარო, კოდა, ჯორჯიაშვილი, ასურეთი, ხაიში, ორბეთი) მორიგი უფასო სამედიცინო აქცია გამართეს.
10 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკონფერენციო დარბაზში თამარ მეფის და აღმაშენებლის ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო. ქვე-პროექტის განხორციელება იგეგმება საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით.
მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი გრძელდება. საქართველოს მთავრობის №52 განკარგულების თანახმად პროექტის ბენეფიციარებს სარგებელი გადაეცემათ მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული სახნავი მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამისად.