ასურეთში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტით გათვალისწინებულია 600 მ2 მიწის ფართობზე ერთსართულიანი შენობის აშენება, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის. ბავშვებისათვის მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები და გამწვანდება მიმდებარე ტერიტორია. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 ივნისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2017 წლის 22 თებერვლამდე. სამუშაოების დასრულების შემდგომ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დაწესებულებაში 60 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი განათლების მიღებას.
დღეს სოფელ ასურეთს ეწვია გერმანია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ქ-ნ კარინ შტრენცი და მეგობრობის ჯგუფის წევრები: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბ-ნი ორთვინ ჰენიგი,ბუნდესტაგის წევრი თავმჯდომარის მოადგილე ბ-ნი იოჰანს კარსი
სოფელ ასურეთში წყალსაცავის რეაბილიტაციის წინასაპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ასურეთის წყალსაცავის ძირითადი დანიშნულებაა მდინარე ასურეთისხევის წყალმოვარდნების და წყალდიდობების დროს მდინარის ჩამონადენის წყალსაცავში დარეგულირება...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ერეკლე კუხიანიძემ სოფელ ასურეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.
სოფელ სამღერეთში სასმელი წყლის ჭაბურღილის და ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 69 451 ლარს შეადგენს, სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის 5 სექტემბერს და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 30 ოქტომბერს.
25 ოქტომბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოსულმა თოვლმა ელექტროგადამცემი ბოძების და ელექტროსადენების დაზიანება გამოიწვია, რის გამოც გასული დღე-ღამის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქ. თეთრიწყაროს და მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებს:
10 ნოემბერს ქ. თეთრიწყაროში გამგეობის სააქტო დარბაზში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, გამგებლის პირველი მოადგილე ერეკლე კუხიანიძე..
11 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური „სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის (SCPX) და აღნიშნული პროექტის მილსადენის მშენებლობის კონტრაქტორი კომპანიის, ერთობლივი საწარმო საიპემ–აზფენის (Saipem Azfen Joint Venture) სოციალური ჯგუფების წარმომადგენლებს შეხვდა.
11 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა/სემინარი, რომლის მიზანს წარმოადგენდა ტურისტული მომსახურების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირება და ტურისტულ სფეროში არსებული ვითარების გაცნობა.
სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია ქუჩის რეაბილიტაცია, ტროტუარის მოწყობა, მესერების და შესასვლელი ჭიშკრების მონტაჟი, საკანალიზაციო სისტემის და სანიაღვრე კიუვეტების მოწყობა.
14 დეკემბერს ა.(ა).ი.პ ,,თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში“ XII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა „ვეფხისტყაოსანი“- ერის საგანძური გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში...
16 დეკემბერს „სამხარეო განვითარება მომავალი განვითარებისათვის“ ასოციაციის წარმომადგენლები თეთრიწყაროს მუნიციპლიტეტის გამგებელს ბესიკ წიკლაურს შეხვდნენ. სოფლისა და სოფლის მეურეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში...
20 დეკემბერს სასტუმრო ჰოლიდეი ინში ჩატარდა მესამე საჯარო ფორუმი, რომელზეც განხილული იქნა ეკომიგრაციის საკითხების გადაწყვეტა საქართველოში:ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია და მასთან დაკავშირებული გამოწვევები. ღონისძიება ჩატარდა ევროპის ფონდისა და დემოკრატიის ინსტიტუტის პროექტის...
22 დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სხდომათა დარბაზში ევროკავშირის და დემოკრატიის ინსტიტუტის მიერ დაფინანსებული პროექტის „აჭარელი ეკომიგრანტი თემის გაძლიერება და პოლიტიკური დღის წესრიგში ინტეგრაციის ხელშეწყობა მუნიციპალურ დონეზე“
27 დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახალი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ იგივე „ENPARD თეთრიწყაროს“ პრეზენტაცია გაიმართა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში N1 საჯარო სკოლის საკონცერტო დარბაზში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა მოწვეულ სტუმრებს დამდეგი შობა–ახალი წელი მიულოცეს და სპექტაკლი „ნაცარქექია“ წარმოადგინეს, უფროს კლასელები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლექსებით...
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით და ა.ა.ი.პ „თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კულტურისა და საბიბლიოთეკო დაწესებულების გაერთიანება კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით, 27 დეკემბერს ქ. თეთრიწყაროს ცენტრში, ღია ცის ქვეშ გრანდიოზული წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა, სოფელ ასურეთში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა და სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარე წლის 27 ივნისს დაიწყო და დასრულება ხელშეკრულებით გათვალისწინებულია 2017 წლის 22 თებერვლამდე.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები, სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის თავმჯდომარე ოლივერ რაისნერი...
ძვირფასო თეთრიწყაროელებო,
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და შობის დღესასწაულს. თითოეულ ოჯახს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას, წარმატებას, ულევ სიხარულსა და სიკეთეს.
ახალი წელი ყოველი ადამიანისთვის განსაკუთრებული დღესასწაულია...
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შბ | კვ |
| 1 | ||||||
| 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
| 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
| 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
| 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
| 30 | 31 |
თებ 26 ხუთ 2026
220
მარ 16 ორშ 2026
496
იან 00
593
ნოემ 07 პარ 2025
1905
ნოემ 06 ხუთ 2025
1897
ოქტ 06 ორშ 2025
2327




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















