თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

სასწავლო წლის დაწყება
15 სექ 2015
 

დღეს, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი,ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ლია ზურებიანი, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორძე და გამგეობის სხვა თანამშრომლები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საშუალო სკოლას ესტუმრნენ.

მოსწავლეებს და მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს და პირველ კლასელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
სამღერეთის საშუალო სკოლას 89 მოსწავლე ჰყავს, საიდანაც 75 ეკომიგრანტია. სოფელ სამღერეთში სულ 100 ეკომიგრანტი ოჯახი ცხოვრობს.
2015 წლის 28 აპრილს სოფელ სამღერეთში გაიხსნა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობა, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სპორტული დარბაზით, სამედიცინო კაბინეტით, სპეცკლასებით, ასევე ახალი სასკოლო ინვენტარით.თანამედროვე სტანდარტების სკოლაში ყველა პირობა არის შექმნილი, რათა მოსწავლემ ისეთივე სრულყოფილი განათლება მიიღოს,როგორც ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაშია შესაძლებელი.
სკოლას ჰყავს 29 პედაგოგიდან 5 სერთიფიცირებული, ამათგან ორ პედაგოგს მოპოვებული აქვს ორი საგნის სერთიფიკატი და სწორედ ეს არის ნიშანი იმისა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში სკოლას ჰყავს ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში, კერძოდ ბიოლოგიაში ორგზის გამარჯვებული მოსწავლე ნიკა ირემაძე, ასევე სკოლას მნიშვნელოვანი წარმატებები და მიღწევები აქვს სხვადასხვა კონკურსებში.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4776
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები

     

    Loading...