თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური დმანისში გამართულ ფესტივალს „ახალგაზრდული ქვემო ქართლი - რეგიონული ფესტივალი 2026“ დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად დაესწრო.
მიხეილ აფციაურმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა და მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ფესტივალში ჩართულმა თეთრიწყაროელმა ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის ტურისტული, კულტურული და სპორტული პოტენციალი წარმოაჩინეს, ასევე წარადგინეს საკუთარი იდეები და შემოქმედებითი ინიციატივები.
განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს თეთრიწყაროელმა ძიუდოისტებმა, რომლებმაც სხვადასხვა წონით კატეგორიაში ორი პირველი და ერთი მესამე ადგილი მოიპოვეს.
ფესტივალმა ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები გააერთიანა. მისი მიზანი ახალგაზრდების შესაძლებლობების წარმოჩენა, ინიციატივების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება იყო.
თეთრიწყაროელი ახალგაზრდების მონაწილეობა მერიის მხარდაჭერით, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა. ღონისძიებას სამსახურის უფროსი გიორგი გაიოზიშვილიც ესწრებოდა.
ფესტივალი დმანისის მუნიციპალიტეტის მერის ახალგაზრდული სათათბიროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა






























































