თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ თემურ შუბითიძე დაინიშნა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეებთან, გიორგი ქოჩიაშვილთან და ავთანდილ ჭრიკიშვილთან ერთად, მერიის თანამშრომლებს მერის პირველი მოადგილე, თემურ შუბითიძე ოფიციალურად წარუდგინა.
თემურ შუბითიძეს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა საპასუხისმგებლო პოზიციასთან ერთად, იგი წლების განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მიხეილ აფციაურმა თემურ შუბითიძე ასევე წარუდგინა მერიის დაქვემდებარებაში არსებული ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს.
შეხვედრას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე,საკრებულოს თანამდებობის პირები, მერის მოადგილები-რამაზ გულბანი და ლია ზურებიანი ესწრებოდნენ.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა






















































