თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში 208 ნერგი დაირგო
03 ნოემ 2026
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში 208 ნერგი დაირგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით დაწყებული გარემოსდაცვითი პროგრამის „ჩემი პირველი ნერგი“ ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამწვანების აქცია გაიმართა. პროგრამის ფარგლებში, ჯამში 208 ნერგი დაირგო ქალაქ თეთრიწყაროს №2, სოფელ კოდისა და დაბა მანგლისის საჯარო სკოლების ტერიტორიებზე.

ნერგების დარგვის პროცესს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ლია ზურებიანი და რამაზ გულბანი, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი შალვა მეგულაშვილი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ვაჟა სულხანიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი ზურაბ აზარიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები შეუერთდნენ.

პროგრამა პრემიერ-მინისტრის განკარგულების საფუძველზე ხორციელდება და მასში ქვეყნის მასშტაბით 41 000-ზე მეტი პირველკლასელია ჩართული. პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; თბილისის მერია; სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტები.

პროგრამა „ჩემი პირველი ნერგი“ მიზნად ისახავს ბავშვებში ადრეული ასაკიდან გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, ბუნებაზე ზრუნვის კულტურის ჩამოყალიბებას, მწვანე სივრცეების ზრდის ხელშეწყობასა და ბიომრავალფეროვნების დაცვას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 50
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
916
ივლ 02 ხუთ 2026
3774
იან 00
4461
 

    2026 ნოემბერი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    1
    2345678
    9101112131415
    16171819202122
    23242526272829
    30
     
    სიახლეები
    ოქტ 29 ხუთ 2026
    916