თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი
23 სექ 2015
 

22 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ქ. თეთრიწყაროს გამგეობის სააქტო დარბაზში, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის „საქართველოს სინფონიეტას“ მონაწილეობით გაიმართა კამერული მუსიკის კონცერტი.

კონცერტს, რომელსაც მაესტრო კრისტოფ მაიერმა უდირიჟორა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობა და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
22-27 სექტემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ საგასტროლო ტურნეს საქართველოს ექვს რეგიონში გამართავს. ტურნეს ფარგლებში, დაგეგმილია ბაროკოს მუსიკის კონცერტები, რომელსაც მაესტრო კრისტოფ მაიერი უხელმძღვანელებს. მსმენელი გაიზიარებს ევროპული საშემსრულებლო ხელოვნების ისტორიულ ტექნიკას და მოისმენს ბაროკოს ეპოქის ავთენტურ ჟღერადობას. საგასტროლო ტურნეს დასკვნითი კონცერტები წინანადალსა და თბილისში გაიმართება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 4523
 
 
 
სიახლეები
 

    2025 აპრილი
    ორშსამოთხხუთპარშბკვ
    123456
    78910111213
    14151617181920
    21222324252627
    282930
     
    სიახლეები

     

    Loading...