2024 წლის სექტემბრიდან კურსდამთავრებულების ანაზღაურებადი სტაჟირების 4-თვიანი სამთავრობო პროგრამა იწყება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (მერია და საკრებულო) ანაზღაურებადი სტაჟირებისათვის ვაკანსია 10 პოზიციაზეა გამოცხადებული. კურსდამთავრებულებს განაცხადების წარდგენა 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება.
საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სტრუქტურებში 3000-მდე კურსდამთავრებული მიიღებს ანაზღაურებადი სტაჟირების გავლის შესაძლებლობას.