თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

განკარგულება
09 თებ 2024
 

ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო რწმუნებულის განკარგულება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სოფელ ხაიშში, ჯილეხის ეპიზოოტიურ კერაში კარანტინის გამოცხადების შესახებ.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის კვლევის თანახმად, ერთ სულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის პათოლოგიურ მასალაში, გამოვლინდა ჯილეხი, რის საფუძველზეც, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის N47 განკარგულებით, ჯილეხის ეპიზოოტიურ კერაში კარანტინი გამოცხადდა. 

ეპიზოოტიურ კერში კარანტინის პირობებით

1. იკრძალება:

ა) ყველა სახეობის ცხოველის შეყვანა და გამოყვანა;

ბ) ცხოველის სახორცედ დაკვლა;

გ) ცხოველთა გადაჯგუფება;

დ) ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, გადაუდებელი შემთხვევების გარდა;

ე) ცხოველის დაწყურება საერთო გუბურიდან და სხვა წყალსაცავიდან;

ვ) დაავადებული, დაავადებაზე საეჭვო და სავარაუდოდ დაავადებული ცხოველების რძის

გამოყენება;

ზ) ცხოველური პროდუქტების დამზადება და გამოტანა;

თ) ცხოველებით და ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობა;

ი) ბაზრობის, გამოფენების და სხვა საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც

დაკავშირებულია ადამიანებისა და ცხოველების თავშეყრასთან;

კ) მკვდარი ცხოველის ლეშის გაკვეთა ან/და გატყავება;

ლ) უცხო პირებისა და ტრანსპორტის შესვლა/გამოსვლა, რომელიც დაკავშირებული არ არის

საკარანტინო ზონაში არსებულ ობიექტების მომსახურებასთან;

მ) ცხოველის გადაადგილების და სიკვდილის ადგილზე ცხოველების დაშვება შესაბამისი

ღონისძიებების გატარებამდე.

2. კეთილსაიმედო სათესი მონაკვეთიდან, საძოვრიდან, სათიბ-სავარგულიდან

დამზადებული მარცვლის, უხეში და წვნიანი საკვები, რომლებსაც შეხება არ ჰქონიათ

ჯილეხით ავადმყოფ ცხოველთან და არ არიან დაბინძურებული მისი გამონადენებით მათი

გამოტანა დაიშვება მხოლოდ კარანტინის მოხსნის შემდეგ.

3. მარცვალი, უხეში და წვნიანი ცხოველის საკვები, რომლებიც დამზადებულია ან ინახება იმ

ადგილებში, რომელიც უშუალო შეხებაშია ჯილეხით დაავადებულ ან მკვდარ ცხოველებთან

დაუშვებელია საკარანტინო ზონიდან გატანა და გამოიყენება ადგილზე ჯილეხის

საწინააღმდეგოდ ვაქცინირებული ცხოველის საკვებად.

4. საკარანტინო ზონაში ცხოველების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს სპეციალური

ტანსაცმლით. ერთჯერადი გამოყენების სპეც. ტანსაცმელი ექვემდებარება გამოყენების

შემდეგ განადგურებას, ხოლო მრავალჯერადი - გაუვნებლობას.

5. ჯილეხის ლიკვიდაციის სხვა ვეტერინარულ-სანიტარიული ღონისძიებები ტარდება

ცხოველების ჯილეხთან ბრძოლის ინსტრუქციის შესაბამისად. (ადგილობრივი

თვითმმართველობის ორგანო, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის

რეგიონალური სამმართველო).

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1782
 
 
 
განცხადებები
თებ 09 პარ 2024
1783
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები