მიმდინარე წელს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტო“ ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით, მართავს მცირე გრანტების კონკურსს - „რეგიონული ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია რეგიონში რეგისტრირებულ ახალგაზრდულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს. საგრანტო კონკურსის საერთო ბიუჯეტია - 600 000 ლარი, ხოლო მაქსიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად არის - 15 000 ლარი.
კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭება განაცხადებს, რომელიც ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ფინანსურ/მატერიალურ მხარდაჭერას (ასეთის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტი) და პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები შეესაბამება მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიას ან/და “სახელმწიფოს ახალგაზრდული სტრატეგია 2023-2026წწ.“ მიზნებს.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში განაცხადები მიიღება ყოველი თვის 13 (ცამეტი) რიცხვიდან 25 (ოცდახუთი) რიცხვის ჩათვლით, კონკურსის ბიუჯეტის ამოწურვამდე.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით სააგენტოს თანამშრომელს: მარიკა მეიშვილი; ტელ: 577178009; E-mail: m.meishvili@youthagency.gov.ge