2023 – 2024 წლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი 85 ოჯახს დაეხმარა.
აღნიშნული პროგრამის მიზანია, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახების დახმარება, რომელიც ითვალისწინებს საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის შეძენას, ასევე სამედიცინო სერვისებით სარგებლობას.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსთან, ჯემალ წურწუმიასთან და ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, პირადად ესტუმრა ბენეფიციართა რამდენიმე ოჯახს და ადგილზე მოისმინა თითოეული მათგანის საჭიროებები.
პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია მითითებულ ბმულზე: https://tetritskaro.gov.ge/sajaro-informaciis-motxovna/socialuri-uzrunvelkofa/1161-tetritskaros-municipalitetshi-registrirebuli-adgilobrivi-devnili-da-ekomigranti-bavshvebis-uflebebis-dacvisa-da-mxardatcheris-programa.html