თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
განცხადებები

 

ჯარის ბანაკი
 
პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება!
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, მიმდინარე წლის ივნისი-აგვისტოს პერიოდში „ჯარის ბანაკს“ გამართავს.
პროექტი წელს ორ ლოკაციაზე - კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიასა და საჩხერეში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის სამთო მომზადების სკოლაში განხორციელდება.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ბანაკში მონაწილეობას მიიღებს 20 ახალგაზრდა, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან - 7 აგვისტოს ჩათვლით, კოჯრის სერჟანტთა აკადემიის ბაზაზე.
ბანაკის მიზანია ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ თავგადასავლებით სავსე, სახალისო, მრავალფეროვან შემეცნებით პროგრამაში და დაეუფლონ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: საცეცხლე მომზადება, ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია.
თითოეულ ლოკაციაზე ბანაკი 6-დღიანი პროგრამით 8 ნაკადს უმასპინძლებს.
“ჯარის ბანაკში” მონაწილეობა შეუძლიათ:
IX-XI კლასის (15 – 17 წლის) მოსწავლეებს;
მოსწავლეებს, რომლებსაც არ მიუღიათ მონაწილეობა “ჯარის ბანაკში” 2023-2025 წლებში;
მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ ბანაკში მონაწილეობის მაღალი მოტივაცია.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 3499
 
 
 
განცხადებები
აგვ 17 კვ 2025
4632
ივლ 07 ორშ 2025
4489
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1883