6 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, სოფელ ჯორჯიაშვილსა და ხაიშში გამართულ აქციებთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, საქართველოს მელიორაციის ალგეთი-ტბისი-კუმისის სერვისცენტრის უფროსი პაატა აბაშიძე , ადგილობრივი მოსახლეობა და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით წყლის ოპტიმალურ განაწილებაზე იმსჯელეს, რათა რწყვის სეზონის მომდევნო ეტაპებზე მოხდეს წყლის არსებული რესურსის სწორი განაწილება და მოსავლის მიღება მოსახლეობამ შეუფერხებლად განახორციელოს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის სარწყავი წყლის მიწოდება დღეიდან 10 დღის განმავლობაში უწყვეტად განხორციელდება, ხოლო შემდგომში წყლის მიწოდების პერიოდულობასთან დაკავშირებით მომდევნო დღეებში იმსჯელებენ.
სიახლეები
თეთრიწყაროს მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
06 ივლ 2020
მნახველთა რაოდენობა: 4650
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
60
აგვ 20 ხუთ 2026
1135
ივლ 06 ორშ 2026
2028
ივლ 03 პარ 2026
1900
ივლ 02 ხუთ 2026
2266
ივლ 03 პარ 2026
1953




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა











































