2026-09-22
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სახურავის მოწესრიგება უკვე დასრულებულია, ამჟამად კი მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები. სოფელ დიდგორის საჯარო სკოლაში ხორციელდება სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ სამღერეთის სკოლაში დასრულდა სპორტული დარბაზის სახურავის აღდგენა.
„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება და მოსწავლეებს უკეთესი პირობები ექმნებათ“ - აღნიშნა მიხეილ აფციაურმა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს, ხოლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ოთხივე პროექტის ჯამური ღირებულება 419 818 ლარს შეადგენს.
საჯარო სკოლებში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს მერი თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ზურაბ აზარიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
2026-09-22
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რამაზ გულბანი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ფანგანი სოფელ კლდეისში ტაძრის კურთხევას დაესწრნენ.
ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, სოფელ კლდეისში, აღდგენილი მე-10 საუკუნის ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრად იკურთხა.
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ, ეკლესიის კურთხევის შემდეგ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა.
<<<1>>>
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
71
აგვ 20 ხუთ 2026
1149
ივლ 06 ორშ 2026
2042
ივლ 03 პარ 2026
1912
ივლ 02 ხუთ 2026
2282
ივლ 03 პარ 2026
1969




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
