ადგილობრივი მეწარმე ზვიად სუხიტაშვილი სოფელ ჯორჯიაშვილში რამოდენიმე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტს ფლობს და წარმატებით ახორციელებს ბიზნესსაქმიანობას.
ქ. თეთრიწყაროს მიმართულებით მიმავალი მგზავრის ყურადღებას აუცილებლად მიიქცევს სოფლის ცენტრში მდებარე ყველასათვის კარგად ცნობილი მარკეტი და მცირე აგრო-ბაზარი, სადაც ადგილობრივების მიერ გასაყიდად გამოტანილია სოფლის მეურნეობის ნატურალური პროდუქტები: ბოსტნეული და რძის ნაწარმი.
ბაზართან ახლოს მდებარე სუპერმარკეტის თავისუფალ სივრცეში შესაძლებელია დაინტერესებულ პირები ადგილზე გაეცნონ ქართული თონის პურის ცხობის პროცესს. მეწარმე სამომავლოდ გეგმავს ჩურჩხელის და სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტების წარმოებას.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცხოველთა სასაკლაო მუნიციპალიტეტში სიდიდის მიხედვით ერთადერთია, რომელიც უზრუნველყოფს დღის განმავლობაში შესაბამის მომსახურებას ცხოველთა დიდ რაოდენობაზე. აღნიშნულ ობიექტზე დასაქმებულია 6 ადგილობრივი მაცხოვრებელი, მეწარმე სამომავლოდ გეგმავს საქონლის ფერმის მშენებლობას და ნახევარფაბრიკატების საამქროს გახსნას. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისათვის შეიქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები. სოფელშივე მდებარეობს სპეციალური მაღაზია, სადაც შესაძლებელია სამშენებლო - საყოფაცხოვრებო მასალების შეძენა. დღეის მდგომარეობით ზვიად სუხიტაშვილის კუთვნილ სხვადასხვა ობიექტზე დასაქმებულია 12 ადამიანი.
შრომისმოყვარეობა, საჭირო ცოდნა და სათანადო უნარები, მუდმივი სწრაფვა სიახლეებისა და ცვლილებებისაკენ, რომელიც ამავე დროს მიმართულია საზოგადოების სასარგებლოდ ყოველთვის არის წარმატებული შედეგის მომტანი.
სიახლეები
წარმატებული ბიზნესსაქმიანობა
10 აგვ 2018
მნახველთა რაოდენობა: 5738
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
92
აგვ 20 ხუთ 2026
1155
ივლ 06 ორშ 2026
2046
ივლ 03 პარ 2026
1919
ივლ 02 ხუთ 2026
2292
ივლ 03 პარ 2026
1971




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
























































