7 ივნისს დაბა მანგლისში ქვემო ქართლის რეგიონალური კონკურსის ,,კალიგრაფიის მარგალიტები“ ფარგლებში, გამარჯვებულ კონკურსანტთა ნამუშევრების გამოფენა და დაჯილდოვება გაიმართა.
კონკურსში ქვემო ქართლის რეგიონის შვიდივე მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების II-XII კლასის 800-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან 64 გამარჯვებული გამოვლინდა აქედან 4 თეთრიწყაროს №1 საჯარო სკოლის VII-XI კლასის მოსწავლეები: მარიამ ბურდული, თათია ძირკვაძე, მაია თევდორაშვილი და ლიკა ძირკვაძე.
პროექტის მიზანია, კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაცია, მოსწავლეთათვის ტრადიციული ქართული კალიგრაფიის გაცნობა, ქართული კალიგრაფიის და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება; ეროვნული უმცირესობების ქართულ დამწერლობასთან, ენასთან, კულტურასთან და საზოგადოებასთან ინტეგრირების ხელშეწყობა. ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების დამეგობრება და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების კონკურენტულ პირობებში წარმოჩენა და განვითარება.
პროექტის ორგანიზატორია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია და რუსთავის სკოლა „ლაზარე“.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის მოადგილე კახა კობერიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ბერდია ხვისტანი, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა.
სიახლეები
„კალიგრაფიის მარგალიტები“ ფარგლებში დაჯილდოვება გაიმართა
07 ივნ 2018
მნახველთა რაოდენობა: 5406
დატოვეთ კომენტარი (0)
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
92
აგვ 20 ხუთ 2026
1155
ივლ 06 ორშ 2026
2046
ივლ 03 პარ 2026
1919
ივლ 02 ხუთ 2026
2292
ივლ 03 პარ 2026
1971




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა





























































