8 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრებს შეხვდა და დებულებით განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები გააცნო.
ერეკლე კუხიანიძემ შეხვედრაზე ისაუბრა მუნიციპალიტეტის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაზე და სამოქალაქო საზოგადოებასთან მჭიდრო თანამშომლობის აუცილებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობას და მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროცესებზე მოქალაქეთა ინფორმირებულობას.
ერეკლე კუხიანიძის ინიციატივით, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა არჩევნების წესით დაკომპლექტდა, წევრობის თითოულ მსურველს საშუალება ჰქონდა მოსახლეობის მხარდაჭერით საბჭოში წარედგინა საკუთარი კანდიდატურა.
კანონმდებლობის თანახმად, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო გამგებლის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი, ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტები აგრეთვე, მნიშვნელოვანი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების პროექტები და ა. შ. სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა 25 წევრით განისაზღვრა.
სიახლეები
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ახალი შემადგენლობა მუშაობას შეუდგა.
09 ოქტ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5217
სიახლეები
სექ 23 ოთხ 2026
35
სექ 22 სამ 2026
100
აგვ 20 ხუთ 2026
1159
ივლ 06 ორშ 2026
2048
ივლ 03 პარ 2026
1920
ივლ 02 ხუთ 2026
2296




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































