24 ივლისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ერეკლე კუხიანიძე ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორს ავთანდილ მჭედლიძეს შეხვდა.
შეხვედრის მიზანს ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე არსებული ხმელი ხე მცენარეებისგან გაწმენდა და დასაწყობება წარმოადგენდა, რომელიც შემდგომ გადაეცემა მიმდებარე სოფლების სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. მუნიციპალიტეტის გამგებელმა მზადყოფნა გამოთქვა ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციას გაუწიოს შესაბამისი დახმარება. შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოჩა ქალდანი, ა.ა.ი.პ. ''თეთრიწყაროს წყალი''-ს დირექტორი გიორგი გოცირიძე და გამგებლის საბჭოს წევრი მინდია ცეცხლაძე.
სიახლეები
შეხვედრა ალგეთის ეროვნული პარკის წარმომადგენელთან
01 აგვ 2017
მნახველთა რაოდენობა: 5611
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
92
აგვ 20 ხუთ 2026
1155
ივლ 06 ორშ 2026
2046
ივლ 03 პარ 2026
1919
ივლ 02 ხუთ 2026
2292
ივლ 03 პარ 2026
1971




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა












































