27 დეკემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ახალი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ იგივე „ENPARD თეთრიწყაროს“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის მეორე ფაზის ფარგლებში ხორციელდება. ოთხწლიანი პროექტის მიზანია ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესება. პროქეტის ბიუჯეტი 2.4 მილიონ ევროს შეადგენს.
ENPARD II სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს „ლიდერს“ (LEADER) იყენებს. მისი მიზანია, სოფლის განვითარებაში ჩართოს ადამიანები, როგორც განმახორციელებელი პირები და არა როგორც მოსარგებლეები. აღნიშნული მიდგომით შესაძლებელი ხდება სოფლის სამომავლო განვითარება, რისთვისაც კონკრეტულ ტერიტორიაზე „ადგილობრივი განვითარების ჯგუფები“ იქმნება, როგორც პარტნიორობა კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორებს შორის.
პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოთვის (RDFG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მისი პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია, ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი და ლიტვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები,თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში და ადგილობრივი მოსახლეობა.
სიახლეები
სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
28 დეკ 2016
მნახველთა რაოდენობა: 4734
სიახლეები
სექ 22 სამ 2026
60
აგვ 20 ხუთ 2026
1135
ივლ 06 ორშ 2026
2028
ივლ 03 პარ 2026
1900
ივლ 02 ხუთ 2026
2266
ივლ 03 პარ 2026
1953




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა














































