თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში
29 დეკ 2015
 

2015 წლის 15 სექტემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული პროექტის - „საქართველოს ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამა - ვისწავლოთ ქართული“-ს განხორციელება.

პროექტი დაფინანსებული იყო საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ და ითვალისწინებდა საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლებას. პროგრამა განხორციელდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ შემდეგ სოფლებში: სოფელი ქოლასარში (235 კომლი, ეთნიკური აზერბაიჯანელები) და სოფელ სამშვილდეში (148 კომლი, ეთნიკური სომხები). სწავლების მსურველთა ასაკი განისაზღვრა 16-დან 75 წლამდე. ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების სურვილი გამოთქვა ქოსალარში მცხოვრებმა 60 მოქალაქემ, ხოლო სოფელ სამშვილდეში 20 მოქალაქემ. სწავლებას ადგილზე წარმართავდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები. სასწავლო კურსი 3 თვიანი იყო და 2015 წლის 15 დეკემბერს დასრულდა. 
მიმდინარე წლის 28 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსულ პროექტის მონაწილეებს შეხვდა, საპრეზიდენტო პროგრამის მეორე ეტაპის დასრულება შეაჯამა და პროექტის მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა.
შეხვედრაზე მიწვეული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, პროექტის რეგიონული კოორდინატორები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებმაც პროექტის გაგრძელება დადებითად შეაფასეს და მის საჭიროებაზე ისაუბრეს.
აღნიშნული პროექტის მეორე ეტაპი სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში განხორციელდა. მსმენელთა რაოდენობამ კი, 1700 გადააჭარბა.
აღნიშნული პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანი იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ დასახლებებში, ვინაიდან მოსახლეობის დიდი ნაწილი არ ფლობს სრულყოფილად საქართველოს სახელმწიფო ენას. ქართული ენის სწავლების მიმართულებით, სხვადასხვა სასწავლო პროგრამების განხორციელება საზოგადოებაში მათი სრულყოფილი ინტეგრაციის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
პროექტი „ვისწავლოთ ქართული“ გაზაფხულზე განახლებული სახით გაგრძელდება და მას ქართული ენის შესწავლასთან ერთად კონსტიტუციის თეზისების შესწავლის კომპონენტიც დაემეტება.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 3724
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1186
იან 14 კვ 2024
1754
იან 07 შბ 2023
4080
ოქტ 24 ორშ 2022
3562
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები