ქვემო ქართლის რეგიონში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. სახალწლო პროგრამის ფარგლებში, ადგილზე მოსულ სტუმრებს, მთელი დღის განმავლობაში საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დახვდათ.
ბავშვებისთვის მოწყობილი იყო სპეციალური გასართობი სივრცეები, ღონისძიებაზე მოსული სტუმრების განწყობაზე, ანიმატორები ზრუნავდნენ. თოვლის ბაბუამ საჩუქრები დაარიგა. მოეწყო მოსიარულე ორკესტრის შოუ;
შობა-ახალი წელი მოსახლეობას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი წიკლაურმა და უხუცესთა ანსამბლ - ,,დიდგორმა" მიულოცა.
მაყურებელთა წინაშე წარსდგა ჯგუფი ,,გაგაფრანი"
გალა კონცერტი გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა გილოცავთ შობა-ახალ წელს!