თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სამი ახალი ნაგავმზიდი, ერთი თვითმცლელი და მრავალფუნქციური ტრაქტორი მოემსახურება.
19 ივლ 2024
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს სამი ახალი ნაგავმზიდი, ერთი თვითმცლელი და მრავალფუნქციური ტრაქტორი მოემსახურება.
მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, საკრებულოს თავმჯდომარესთან გოჩა თედორაძესთან ერთად, შპს თეთრიწყაროს სერვისჯგუფის ხელმძღვანელს, ზურაბ გულდამაშვილს და თანამშრომლებს შეხვდა და ახალი ტექნიკის ექსპლუატაციაში გაშვების პროცესს დაესწრო.
საქართველოს მთავრობის დახმარებით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, მუნიციპალიტეტს სამი ერთეული ,,ივეკოს" მარკის ნაგავმზიდი გადმოეცა, რომელიც სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ყველა თანამედროვე ტექნიკურ მოთხოვნას აკმაყოფილებს, სხვადასხვა წარმადობისაა და განკუთვნილია მაღალმთიანი რეგიონებისთვის.
არსებული საჭიროებიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ასევე შპს თეთრიწყაროს სერვისჯგუფის მიერ შეძენილი მრავალფუნქციური JCB - ის მარკის ტრაქტორი და SHAGMAN - ის მარკის თვითმცლელი (სატვირთო ავტომობილი) ყველა სეზონსა და რთულ კლიმატურ პირობეშიც შეძლებს ოპერირებას.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1244
 
 
 
სიახლეები
ივლ 01 ორშ 2024
1344
იან 14 კვ 2024
1876
იან 07 შბ 2023
4199
ოქტ 24 ორშ 2022
3661
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები