თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რამაზ გულბანი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვალერიან სუხიტაშვილი ხულუტის ციხე-დარბაზის ახლად რეაბილიტირებული სივრცეების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
გადაუდებელი სამუშაოების ფარგლებში სრულად აღდგა ციხის საიდუმლო წყლის რეზერვუარი, მოწესრიგდა მარანი, გაიწმინდა ქვევრები და დამცავი მინის კონსტრუქციით დაიფარა. მარნის შესასვლელთან მოეწყო ხის გადასახედი ბაქანი, რომელიც ძეგლს ვიზიტორთა უკონტროლო გადაადგილებისგან დაიცავს და დამთვალიერებლებს ნაგებობის უსაფრთხოდ დათვალიერების შესაძლებლობას მისცემს.
ხულუტის ციხე-დარბაზი XVII საუკუნის მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ძეგლია, რომელიც მდინარე ხრამის (ქცია) ხეობაში მდებარეობს. კომპლექსი ისტორიული და არქიტექტურული მნიშვნელობით გამოირჩევა.
გადაუდებელი სამუშაოები 14 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდა. ისინი საზოგადოებრივი გაერთიანების „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ინიციატივითა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვით განხორციელდა.
პროექტი სრულად დააფინანსა კომპანია „არემჯიმ“ (RMG), რომლის მხარდაჭერითაც ხულუტის ციხე-დარბაზზე მნიშვნელოვანი სამუშაოები შესრულდა.
სიახლეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რამაზ გულბანი და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვალერიან სუხიტაშვილი ხულუტის ციხე-დარბაზის ახლად რეაბილიტირებული სივრცეების გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
30 ოქტ 2026
მნახველთა რაოდენობა: 2064
სიახლეები
ნოემ 06 პარ 2026
689
ნოემ 05 ხუთ 2026
1578
ნოემ 03 სამ 2026
1477




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


































































