თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა
22 სექ 2026
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სახურავის მოწესრიგება უკვე დასრულებულია, ამჟამად კი მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები. სოფელ დიდგორის საჯარო სკოლაში ხორციელდება სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ სამღერეთის სკოლაში დასრულდა სპორტული დარბაზის სახურავის აღდგენა.
„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება და მოსწავლეებს უკეთესი პირობები ექმნებათ“ - აღნიშნა მიხეილ აფციაურმა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს, ხოლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ოთხივე პროექტის ჯამური ღირებულება 419 818 ლარს შეადგენს.
საჯარო სკოლებში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს მერი თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ზურაბ აზარიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 2826
 
 
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
2020
ივლ 02 ხუთ 2026
4545
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები