თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა. მერმა ხაზი გაუსვა საქართველოს გაქრისტიანების ისტორიულ როლს, ქვეყნის სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელობას და ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებას.
შეხვედრის ფარგლებში ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ლექცია-სემინარი ჩატარდა.
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ, საქართველოს გაქრისტიანების ისტორიულ მნიშვნელობაზე ისაუბრა. ისტორიკოსმა გიორგი ჭეიშვილმა წმინდა ნინოს ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ლექცია წაიკითხა.
პარალელურად, ღონისძიების სივრცეში თემატური გამოფენა მოეწყო, სადაც თეთრიწყაროს ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრები გამოიფინა.
შეხვედრას მერის მოადგილე ლია ზურებიანი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვალერიან სუხიტაშვილი და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიება ეპარქიის ინიციატივით და მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
სიახლეები
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის სააქტო დარბაზში საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
20 სექ 2026
მნახველთა რაოდენობა: 433
სიახლეები
სექ 28 ორშ 2026
157
სექ 23 ოთხ 2026
476
სექ 22 სამ 2026
500
აგვ 20 ხუთ 2026
1320




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა





















































