საქართველოში წითელი ნუსხის სახეობის კეთილშობილი ირმის აღდგენის ისტორიული პროგრამა იწყება.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატი, დავით შერაზადიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ილია ჯალაღანია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საშენი მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 60 ჰექტარ ფართობზეა გადაჭიმული. ტერიტორია სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის ფოტოხაფანგებითა და სატელიტური საყელურებით.




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა
























































