თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
ღირსშესანიშნაობები

 

დაბა მანგლისი, მანგლისის სიონი
01 მარ 2017
 

დაბა მანგლისი ცნობილია თავისი მდიდარი ისტორიით. წყაროებში დაცული ცნობები მოწმობს, რომ მანგლისისაქართველოში ქრისტიანობის გავრცელების ერთ-ერთი უძველესი კერა იყო. ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებისთანავე, (IV საუკუნის ოცდაათიან წლები), ერთ–ერთი პირველი ტაძარი სწორედ მანგლისში  აიგო სადაც ქრისტიანობის უწმინდესი განძი, ქრისტეს ჯვრის ნაწილები ყოფილა დაცული.                      

დაბა მანგლისი რეკრეაციულ ზონას განეკუთვნება,  მანგლისისთვის დამახასიათებელი მშრალი ჰავა, იქ არსებული მრავალფეროვანი ტყის მასივი და  ფიჭვნარის ორი დასასვენებელი პარკი  სასუნთქი გზების დაავადების მქონე პაციენტებისათვის ქმნის იდეალურ გარემო პირობებს.  საკურორტო სეზონის გახსნიდან დახურვამდე არსებული სტატისტიკური მონაცემებით მანგლისს ყოველწლიურად დაახლოებით 10 000-მდე ვიზიტორი სტუმრობს.

მანგლისის სიონი- დაბა მანგლისში მდებარეობს მანგლისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი. ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ ადგილას პირველი ქვის ტაძარი ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების პერიოდში - IV საუკუნის 30-იან წლებში აგებულა. 

    XI საუკუნეში აქ იწერებოდა და ითარგმნებოდა წიგნები, სინოში ითარგმნა მათეს და იოანეს სახარება. ეს ყველაფერი ნათლად მიუთითებს, რომ მანგლისში ამ დროს კულტურული ცხოვრება ჩქეფდა.

მანგლისის ფრესკები შუა საუკუნეების ქართული ფრესკული მხატვრობის ერთ-ერთი პირველხარისხოვანი ძეგლია. 1953 წელს საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დავალებით მანგლისის გუმბათში შემორჩენილი ფრესკების ნაწილის პირები გადაიღო მხატვარმა ტ. შევიაკოვამ, რომლებიც ამჟამად ხელოვნების მუზეუმში ინახება.
      XIX საუკუნეში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რის შედეგადაც XI საუკუნის მოხატულობიდან, რომელიც მთელ ტაძარს მოიცავდა, მხოლოდ გუმბათში არსებული ფრესკები შემორჩა, რომლებიც ჯვრის ამაღლების გრანდიოზულ კომპოზიციას წარმოადგენენ.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 18085
 
 
 
 

2024 დეკემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
 
სიახლეები