თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
ღირსშესანიშნაობები

 

კლდეისი
01 მარ 2017
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა ბუნების იშვიათი ძეგლების სიმრავლით,რომელებიც  მნიშვნელოვან ღირებულებებს   წარმოადგენენ ესთეტიკური და სამეცნიერო თვალსაზრისით, მათგან აღსანიშნავია სოფელ კლდეისში მდებარე ბუნებრივი საყინულე, რომელსაც  მეფეთ საყინულის სახელითაც მოიხსენიებენ. ლავური ღვარის ქვიან ზედაპირში იხსნება ხვრელები, რომელშიც ადამიანს შეუძლია  ჩაძრომა. ხვრელები ლავაში გაჩენილია ტექტონიკური ან გრავიტაციული
პროცესების შედეგად. ერთ-ერთი მათგანი 12 მ. სიღრმის მქონე საფეხურებიანი ქვაბულია, რომლის ფსკერზეც ზაფხულობით შეიძლება ბროლივით გამჭვირვალე ყინულის ნახვა. ყინული სხვა ხვრელებშიც ჩნდება. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ყინული განსაკუთრებით უხვად წარმოიშვება ცხელ ზაფხულში. იქვე
შემონახულია დიდი  ქვებით ტლანქად ნაგები გვირაბისებური სიღრმე, რომელიც, სავარაუდოდ  საიდუმლო სალოცავს წარმოადგენდა მტრის შემოსევების დროს. თქმულება გვიამბობს, რომ ამ გვირაბებიდან მიჰქონდათ ყინული მეფისთვის.

სოფელში აგრეთვე  მდებარეობს  ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - დიდი კლდეისის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც V-VII სს. განეკუთვნება.
კლდეისი მდიდარია ბუნებრივი წყაროებით. კლდეისის ტერიტორიაზე მიედინება მდ. კლდეისის ხევი, რომელშიც ბინადრობს მურწა და კალმახი. 

ტყეში ვხვდებით გარეულ ცხოველებს: შველი, ღორი, მგელი, ტურა, მელა, კურდღელი.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 14812
 
 
 
 

2026 სექტემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები
ივლ 02 ხუთ 2026
1904