თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
ღირსშესანიშნაობები

 

დიდგორი
27 თებ 2017
 

ძლევაისაკვირველი

1121 წლის 12 აგვისტოს მეფე დავით აღმაშენებელმა გადამწყვეტ ბრძოლაში, თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა, რომელსაც ისტორიკოსებმა „ძლევაი საკვირველი“ უწოდეს.

დიდგორის ბრძოლას ქართველთა მრავალსაუკუნოვან ისტორიაში გამორჩეული ადგილი უკავია. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისათვის და თავისუფლებისათვის ბრძოლის, ერთიანობის და ქვეყნისათვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. სწორედ დიდგორის გამარჯვებამ მისცა დასაბამი ქვეყნის საბოლოო განთავისუფლებას და გაერთიანებას, საქართველომ საბოლოოდ დაიმკვიდრა რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს სახელი. 
 ქართველი ერი ყოველ წელს ზეიმობს დიდგორობას, ყოველთვის მოწიწებით იხსენიებს დიდგორის გმირებს და სათანადო პატივს მიაგებს სამშობლოსათვის დაღუპული მამულიშვილების ხსოვნას.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 21216
 
 
 
 

2026 ოქტომბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
 
სიახლეები