თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ღოუბანში, 70 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი სკოლის, ხოლო სოფელ ორბეთსა და ვაშლოვანში, 75 აღსაზრდელზე გათვლილი, ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მარაბდის ბრძოლიდან 400 წლისთავთან დაკავშირებით თეატრალური წარმოდგენა ,,მარაბდა 400" გაიმართა, რომელსაც ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, ლევან ხარაბაძე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი წიკლაურთან ერთად ესწრებოდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან გიორგი წიკლაურთან ერთად ბირთვისის კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მდინარე ხრამის ხეობაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ფიტარეთის მონასტრის ტერიტორიაზე, ,,მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის" ინიციატივითა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაწმენდა - დასუფთავების სამუშაოები განხორციელდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე, სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2025“ აღინიშნა.
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების, თეთრიწყაროს მუნიციპალური განყოფილების უფროსი, ზურაბ როსტიაშვილი, მუნიციპალიტეტიდან ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად მეორე ეტაპზე შერჩეულ წვევამდელებს შეხვდა.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და სკოლამდელი აღზრდისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ცენტრის ორგანიზებით, თეთრიწყაროს ციყვების პარკში, საბავშვო-გასართობი ღონისძიებებით აღინიშნა.
26 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში, სიონის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე მოადგილეებთან - გიგა ნამიჭეიშვილთან და ილია ჯალაღანიასთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თეთრიწყაროში, 14-15 მაისს, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკრინინგული კვლევები ტარდება.
ქართული ენის დღესთან დაკავშირებით ,,აზერბაიჯანულენოვან და სომხურენოვან მოსახლეობაში სახელმწიფო ენის ფლობისა და შესწავლის მოტივაციის კვლევის“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
დაბა მანგლისში, კლდეკარის ქუჩაზე, ეკლესიისა და ბაზრის მიმდებარე გზის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ასფალტბეტონის გზა, ტროტუარებით, ცხაურებითა და სანიაღვრეებით.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, დიდგორის ველზე ადგილობრივებმა, ლეგენდარულ იაპონელ ძიუდოისტს, შოჰეი ონოს უმასპინძლეს.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების, თეთრიწყაროს მუნიციპალური განყოფილების უფროსი, ზურაბ როსტიაშვილი, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად მუნიციპალიტეტიდან შერჩეულ 8 ახალგაზრდას შეხვდნენ.
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური დედისა და ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო.
ნოემ 05 ხუთ 2026
317
ოქტ 29 ხუთ 2026
1199




მთავარი
ბიუჯეტი
ტენდერი
პროექტები
აუქციონი
პეტიციის დამატება
გამოკითხვა
ფოტო გალერეა


















