თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
(0359) 22 23 38 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
2026-09-28

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, მიხეილ აფციაური, დმანისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაულს „დმანისობა 2026“ დაესწრო.

სახალხო დღესასწაული სტუმრებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა მურადაშვილთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატმა, დავით შერაზადიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

ტრადიციული სახალხო დღესასწაულის ფარგლებში მოეწყო მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საგამოფენო და ეთნო-გასტრონომიული სივრცეები, ასევე ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები. საზეიმო ვითარებაში დაჯილდოვდნენ საპატიო დმანისელები და ღვაწლმოსილი მოქალაქეები.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები.

საღამო ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტით დასრულდა.

ვრცლად
2026-09-27

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა მიხეილ აფციაურმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან ერთად, პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას.

მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ სოფელ ასურეთში მდებარე მემორიალი და დაბა მანგლისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა საფლავები გვირგვინებით შეამკო. ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მეომრებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.

დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მანგლისის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგი მალხაზიშვილმა და მამა შენგელი გოცირიძემ გადაიხადეს.

„27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თარიღია. ეს არის დღე, როდესაც განსაკუთრებული პატივით ვიხსენებთ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის ერთიანობას საკუთარი სიცოცხლე შესწირეს. მათი ხსოვნა მარადიულია და ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ეს გმირობა“, - განაცხადა მიხეილ აფციაურმა.

ვრცლად
2026-09-25
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მოადგილე რამაზ გულბანთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს „გარისობა 2026-ის“ საორგანიზაციო საკითხები და წარმომადგენლების ჩართულობა. ასევე, იმსჯელეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაგეგმილ პროექტებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საკითხებზე.
მერმა ხაზი გაუსვა კოორდინირებული მუშაობის, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციისა და ადგილობრივი საჭიროებების დროული იდენტიფიცირებისა და რეაგირების მნიშვნელობას.
ვრცლად
2026-09-22
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, მიხეილ აფციაურმა, მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები მოინახულა.
სოფელ კოდის საჯარო სკოლაში სახურავის მოწესრიგება უკვე დასრულებულია, ამჟამად კი მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობის სამუშაოები. სოფელ დიდგორის საჯარო სკოლაში ხორციელდება სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, ხოლო სოფელ სამღერეთის სკოლაში დასრულდა სპორტული დარბაზის სახურავის აღდგენა.
„საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მნიშვნელოვანია, რომ სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად ხორციელდება და მოსწავლეებს უკეთესი პირობები ექმნებათ“ - აღნიშნა მიხეილ აფციაურმა.
ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს, ხოლო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. ოთხივე პროექტის ჯამური ღირებულება 419 818 ლარს შეადგენს.
საჯარო სკოლებში მიმდინარე და დასრულებულ სამუშაოებს მერი თეთრიწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, ზურაბ აზარიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ვრცლად
2026-09-22
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რამაზ გულბანი და საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან ფანგანი სოფელ კლდეისში ტაძრის კურთხევას დაესწრნენ.
ღვთისმშობლობის დღესასწაულზე, სოფელ კლდეისში, აღდგენილი მე-10 საუკუნის ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრად იკურთხა.
მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანიამ, ეკლესიის კურთხევის შემდეგ, ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად, სადღესასწაულო წირვა აღავლინა.
ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ვრცლად
2026-07-06

საქართველოს პარლამენტისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ორგანიზებით, ქალაქ თეთრიწყაროში, შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში“ უფასო დიაგნოსტიკური და ინსტრუმენტული სამედიცინო კვლევები ჩატარდა.

უფასო სამედიცინო აქციას, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, მიხეილ აფციაურთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია, საქართველოს პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, დავით შერაზადიშვილი, გოდერძი ჩანქსელიანი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები: ავთანდილ ჭრიკიშვილი, ნიკა კობახიძე, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი არჩილ მამალაძე, ორგანიზაციის „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ პრეზიდენტი ქეთევან ბარათელი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აქციის ფარგლებში 400-მდე მოქალაქეს შესაძლებლობა ჰქონდა, სრულიად უფასოდ მიეღო სამედიცინო კონსულტაციები და კვლევები ქვეყნის წამყვანი კლინიკების აკადემიური პერსონალისგან შემდეგი მიმართულებებით: თერაპია, კარდიოლოგია (კარდიოგრამა, კარდიოექოსკოპია), ნევროლოგია, ოფთალმოლოგია, ენდოკრინოლოგია, რადიოლოგია (ყველა სისტემის ექოსკოპია), მამოლოგია, გინეკოლოგია, უროლოგია, ანგიოლოგია (სისხლძარღვების სპეციალისტი), ქირურგია, ზოგადი ქირურგია, ტრავმატოლოგია, პულმონოლოგია (ფილტვის სპეციალისტი), გასტროენტეროლოგია და პედიატრია.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციამ „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“, საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით, ქვეყნის მასშტაბით 200 000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის სოციალურად დაუცველებს, სკოლებისა და ბაღების პედაგოგებს, ვეტერანებსა და მათი ოჯახების წევრებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბენეფიციარებს, ასევე საზღვრისპირა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, გაუწია უფასო კონსულტაციები და ჩაუტარა სხვადასხვა სამედიცინო კვლევა.

აღნიშნული სამედიცინო პროგრამის განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება, რათა კიდევ უფრო მეტმა მოქალაქემ ისარგებლოს უფასო სამედიცინო მომსახურებით.

ვრცლად
2026-07-03

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი მიხეილ აფციაური მუნიციპალიტეტში მოქმედი კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში, მერი გაეცნო მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებს. მიხეილ აფციაურმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მზად არის, ხელი შეუწყოს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებას.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერებაზე, რაც ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გია ანთაძე, მერის მოადგილეები ლია ზურებიანი და რამაზ გულბანი, აგრეთვე მერიის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის სამსახურის წარმომადგენლები

ვრცლად
2026-07-02

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, მარაბდის ველზე, სახალხო დღესასწაული „მარაბდობა 2026“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ეპოქის შესაბამისი დეკორაციები, მსახიობებმა ბრძოლის ისტორიული პერსონაჟები გააცოცხლეს და მოწვეული მსახიობების, ფოლკლორული თუ ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით თეატრალური წარმოდგენა - „სარწმუნოების ნათელი და გმირობის გზა“ წარმოადგინეს.

ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ნიკა კობახიძე და ავთანდილ ჭირიკიშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, მიხეილ აფციაურთან, საქართველოს პარლამენტის წევრებთან, დავით შერაზადიშვილსა და გოდერძი ჩანქსელიანთან, ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებსა და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს, საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე მიღწეული წარმატებისთვის, ადგილობრივი სპორტსმენები მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ვრცლად
2026-05-26

26 მაისს თეთრიწყაროში თავისუფლების დღისადმი ღონისძიება გაიმართა

ვრცლად
2026-06-11
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ 17 სოფელში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. დაზიანდა, როგორც შიდა გზები ასევე რამდენიმე სოფელში მისასვლელი საავტომობილო
გზა და ხიდები.
სტიქიის ზონაში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, მიხეილ აფციაურთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, იოსებ ალიბეგაშვილი იმყოფებოდა და ადგილზე შექმნილი ვითარება შეაფასა.
ადგილობრივი ტექნიკის გამოყენებით გაიწმინდა სოფლების, როგორც შიდა ასევე მისასვლელი გზები და სოფელ ახალშენისა და ნავთიანის ხიდები.
რაც შეეხება სოფლებს, ფარცხისს არდისუბანსა და ღოლოვანს დაზიანებულია სოფლებთან დამაკავშირებელი 4 ხიდი. სოფელ ფარცხისსა და სოფელ გოლთეთს შორის არსებული ხიდი მთლიანად დანგრეულია.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მერის პირველი მოადგილე გია ანთაძე, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონული კოორდინირების სამსახურის უფროსი, ვახტანგ ბუცხრიკიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
ვრცლად

ბრძანება შპს ეკო ტურზე გაცემულული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების N2072 - ლიცენზია ბრძანებით გათვალისწინებული წიაღისეულის ათვისების გეგმის დამტკიცების თაობაზე

ვრცლად
2026-02-16

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2026 წლის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებებისა და კონსულტაციების გამართვა 16 თებერვლიდან დაიწყება.

ვრცლად
2025-10-29

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, ილია ჯალაღანიამ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებს ახლადარჩეული მერი, მიხეილ აფციაური წარუდგინა.

ვრცლად
2025-07-31

რეინჯერთა მსოფლიო დღე საქართველოში მასშტაბურად, 4 ლოკაციაზე აღინიშნა

ვრცლად
2025-07-25

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, „სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის“ ფარგლებში, ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) საშენი მეურნეობა გაიხსნა.

ვრცლად
2025-07-20

ქალაქ თეთრიწყაროში, ,,ციყვების პარკში" ქართული თანამედროვე მუსიკის კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ თაკო გაჩეჩილაძე, დათუნა მგელაძე, ,,ევროვიზიის" კონკურსანტი - მარიამ შენგელია და ჯგუფი ,,მიქსტურა".

ვრცლად
 

2026 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
 
სიახლეები
ოქტ 29 ხუთ 2026
1199