თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551 24 52 94 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
მერია

 

2023 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო
21 თებ 2023
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები დაიწყო. 

პირველი  შეხვედრა დღეს  21 თებერვალს, სოფლებში:კოდა, ფაბრიკის დასახლება, მუხათი ძველი და ახალი მარაბდა, ქოთიშსა და  სოფელ ხაიშში გაიმართა. 

შეხვედრებს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, მერის მოადგილე დევი დევიძე,  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ გულბანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე, მოსახლეობასთან ერთად პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ ძირითად პრიორიტეტები განიხილეს.

მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით, 

სოფელ კოდაში, სრულად მოეწყობა გარე განათების სისტემა.

✅ფაბრიკის დასახლებაში, გასუფთავდება და შემოიღობება სკვერისთვის განკუთვნილი 3 500მკ მიწის ნაკვეთი.

✅ სოფელ მუხათში, წყაროსთან არსებულ აუზს ჩაუტარდება რეაბილიტაცია.

✅ ძველ და ახალ მარაბდაში, დასრულდება ამბულატორიის შენობის რეაბილიტაცია.

✅სოფელ ქოთიშში, შემოიღობება სკვერი და მოეწყობა საბავშვო ატრაქციონები.

✅სოფელ ხაიშში, მოეწყობა სკვერი, საბავშვო ატრაქციონებით, მოსასვენებელი სკამებით და გაშენდება ნარგავები.

" დღეს დავიწყეთ შეხვედრები მოსახლეობასთან,  მისასალმებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულნი სოფლის განვითარების საკითხებში.

2023 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან  894 000 ლარი დაიხარჯება. საკონსულტაციო შეხვედრები 21 თებერვლიდან, 9 მარტის ჩათვლით გაიმართება. მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტს რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება".  თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური

 
 
მნახველთა რაოდენობა: 5285
 
 
 
 

2024 ნოემბერი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
 
სიახლეები