თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
მერია

 

სოფელ ქოთიშში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
08 სექ 2023
 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოთიშში, მერიის თანამონაწილეობით, ა(ა)იპ ,,ქეა-კავკასიას“  პროექტის ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“  მეშვიდე ფაზის (CDI-7) ფარგლებში, სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა.

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური სოფელ ქოთიშის დეპუტატთან, გიორგი ფიჩხულაშვილთან ერთად ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნას დაესწრო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მეშვიდე ფაზის  -  CDI-7 მენეჯერი ნინო კაკაბაძე, სათემო ორგანიზაცია ,,ქოთიშის“ წევრი რუზანა კონდაქჩიანი, bp-ს სოციალური ინვესტიციების ხელმძღვანელი ეთერ კვირიკაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა.

 

პროექტის ფარგლებში მოეწყო კაუჩუკის ფილები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა მოსასვენებელი სკამები, დაირგა ახალი ნერგები და დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ლამპიონები.

 პროექტი ,,ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI-7)  ინიცირებული და დაფინანსებულია  BP- სა და მისი პარტნიორების, ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენისა და  სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიების  (BTC/SCP) მიერ. პროექტს ახორციელებს ,,ქეა კავკასია“.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 1950
 
 
 
 

2025 მარტი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
 
სიახლეები

 

Loading...