ხულუტი-ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ციხე-დარბაზი აგებულია XVIII საუკუნის I მესამედში. იგი მდებარეობს მდინარე ხრამის ხეობაში, ფიტარეთის მონასტერის მიდამოებში. ხულუტის ციხის აგების შესახებ ინფორმაციას გადმოგვცემს ალექსანდრე ორბელიანი: შაჰ-აბასის ერთ-ერთ ყორჩიბაშს, რომელსაც გამაჰმადიანებამდე ვახტანგი რქმევია ყაფლან ორბელიანისთვის მისი შვილი გამოუთხოვია ირანში აღსაზრდელად. ყაფლანმა თავისი უმცროსი ვაჟი ორბელი გაგზავნა. გარკვეული დროის შემდეგ ორბელი დაბრუნდა საქართველოში და თან ყორჩიბაშის გამოგზავნილი წერილი და ფული ჩამოიტანა. ყორჩიბაშის წერილში ყაფლანს სწერდა, რომ იგი ფარულად ქრისტიანი იყო და გამოგზავნილი ფულით ფიტარეთის მცირე ტაძრის შემკობას ითხოვდა. არსებული რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყაფლანმა იმ ფულით ხულუტის ციხე ააგო. ყორჩიბაშმა კი კიდევ გამოგზავნა ფული, რომელიც ეკლესიას მოხმარდა. ამრიგად ხულუტის ციხე ყაფლან ორბელიანს აუგია XVII საუკუნის პირველ ნახევარში.
ციხის ციტადელი საბრძოლო და საცხოვრებელი დანიშნულების 5 კოშკისგან შედგება (მათ შორის 8 სართულიანი). ყველა სართული აღჭურვილია ბუხრებით და სხვადასხვა სამეურნეო-საცხოვრებელი ნიშებით. კოშკის მეშვიდე და მერვე სართულები იყო საბრძოლო დანიშნულების და მასზედ ლოდსატყორცნები ყოფილა განლაგებული.
ღირსშესანიშნაობები
ხულუტის ციხე-დარბაზი
01 მარ 2017
მნახველთა რაოდენობა: 11580
სიახლეები
სექ 20 პარ 2024
808
სექ 04 ოთხ 2024
250
სექ 02 ორშ 2024
931
აგვ 06 სამ 2024
1183
აგვ 02 პარ 2024
1052
აგვ 02 პარ 2024
236