7 იანვარს შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქ თეთრიწყაროს წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მამა პავლე ზურაბიანის და მრევლის მონაწილეობით, ქალაქ თეთრიწყაროში და მიმდებარე დასახლებებში საშობაო ალილოს ტრადიციული მსვლელობა გაიმართა. ალილოს პროცესიის მონაწილეებს შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ქორიძემ, პირველმა მოადგილემ მალხაზ სამაშვილმა და მოადგილემ ბერდია ხვისტანმა. ალილო არის უძველესი ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც XX საუკუნეში საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, გარკვეული პერიოდი დავიწყებას მიეცა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა – კურთხევით ტრადიცია კვლევ აღდგა და ყოველ წელს, ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში საშობაო ლიტურგიის დასრულების შემდეგ, საზეიმო მსვლელობით აღინიშნება.
სიახლეები
სიახლეები
მარ 03 კვ 2024
483
თებ 21 ოთხ 2024
613
თებ 09 პარ 2024
575
იან 00
438
იან 00
387