თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური მანგლისის სიონში სამეუფეო წირვას დაესწრო.
28 აგვ 2024
 

28 აგვისტოს, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მანგლისის სიონში სამეუფეო წირვას დაესწრო.

სადღესასწაულო ლიტურგია მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, მეუფე ანანია ჯაფარიძემ აღავლინა.
წირვის დასრულების შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ თეთრიწყაროს კულტურისა და სპორტის ცენტრის ორგანიზებით, მანგლისის სიონის ტაძრის ეზოში მცირე ღონისძიება გაიმართა. მოეწყო მანგლისის ტაძრის ფოტომასალისა და ხელნაკეთი ნივთების საგამოფენო სივრცეები.
ღონისძიების ბოლოს, მიტროპოლიტი მეუფე ანანია ჯაფარიძის ლოცვა-კურთხევით, მოწვეულმა ანსამბლმა „ქორალმა“ ტაძრის ეზოში, მუსიკალური ნომრები შეასრულა.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1578
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...