თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
ოფიციალური ვებგვერდი
551245294 ცხელი ხაზი
ცხელი ხაზი
სიახლეები

 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, წინწყაროსა და ფარცხისში ახლად აშენებული საბავშვო ბაღები, საზეიმოდ გაიხსნა.
17 სექ 2024
 
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, წინწყაროსა და ფარცხისში ახლად აშენებული საბავშვო ბაღები, საზეიმოდ გაიხსნა.
საბავშვო ბაღში მისულ აღსაზრდელებს, მშობლებსა და აღმზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი წიკლაურმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან, საქართველოს პარლამენტის წევრთან, გოდერძი ჩანქსელიანთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან, გოჩა თედორაძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილესთან, გიორგი ციბაძესთან ერთად მიულოცა.
პროექტის მიხედვით, სოფელ წინწყაროს საბავშვო ბაღი 180 აღსაზრდელზე, ხოლო ფარცხისის საბავშვო ბაღი 75 აღსაზრდელზეა გათვლილი. ორივე ბაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ოთახები, საძინებლები, დარბაზები, სამზარეულოები, სათამაშო ოთახები, გასახდელები, ლიფტი, საევაკუაციო კიბე და საქვაბე ოთახები მოეწყო. შენობები ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.
ეზოში, სარეკრაციო სივრცე, გასართობი მოედნები და ატრაქციონებია მოწყობილი.
აღსანიშნავია, რომ სოფელ წინწყაროს საბავშვო ბაღი, სოფელ ქოსალარში მცხოვრებ, ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახლეობასაც მოემსახურება, უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება.
აღნიშნული პროექტები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდა და მათი საერთო ღირებულება შვიდ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
 
 
მნახველთა რაოდენობა: 1604
 
 
 
სიახლეები
 

2025 აპრილი
ორშსამოთხხუთპარშბკვ
123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
 
სიახლეები

 

Loading...