2016 წლის 9 მაისს ქალაქ თეთრიწყაროში კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ მემორიალთან, ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
მემორიალთან გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი მამა პავლე ზურაბიანმა გადაიხადა , კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები წარსდგნენ სიმღერებით და ლექსებით, ა.(ა).ი.პ ,,თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმმა“ წარმოადგინა ფოტოგამოფენა, ღონისძიების ჩატარების ადგილი გაფორმდა საქართველოს ეროვნული და მუნიციპალური დროშებით.
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბესიკ წიკლაურმა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძემ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე ნუგზარ სალია, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, მეორე მსოფლიო ომის ორი ვეტერანი სანდრო ბახუტაშვილი, აშოტ არუთინიანი და გამგეობის თანამშრომლები.